ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტი შეირჩა, რომელთაგან ერთი ნაწილი ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, ხოლო მეორე ნაწილმა დაცვის როლი მოირგო.
იმიტირებული პროცესის ბოლოს სტუდენტებს სერთიფიკატები და საქართველოს პროკურატურის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის"ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.