ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით სოფელ ნაკიეთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყობა. იგივე სამუშაო შესრულდება ქალაქ ონში ლებანიძის სანაპიროზე.
სოფელ ღარში მდინარე ღარულას სანაპიროზე კალაპოტის წმენდისა და მავთულბადის გაბიონის მოწყობის სამუშაოებია დაწყებული; სოფელ ღებში _ მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ უწერაში _ მდინარე "ბეღლორსა" და მდინარე "სკოდორას" კალაპოტის წმენდის სამუშაოები; სოფელ ბარში _ შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფელ შარდომეთში კი მეწყერის საწინააღმდეგო გაბიონის მოწყობის სამუშაოები.