დენის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით თბოელექტროსადგურებიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მაგრეგულირებელ ეროვნულ კომისიას ოფიციალური განაცხადი ჯერ არ მიუღია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ტარიფი დერეგულირებულია, შესაბამისად, გასაყიდი ბუნებრივი გაზის ფასს მიმწოდებელი კომპანია განსაზღვრავს.
რაც შეეხება დენის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით თბოელექტროსადგურების მოთხოვნას, მილორავას თქმით, ჯერჯერობით თბოელექტროსადგურებიდან სემეკს ოფიციალური განაცხადი არ მიუღია.
"ტარიფის გადახედვის მოთხოვნით თბოელექტროსადგურებიდან ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არ მიგვიღია. თუმცა, ველოდებით, რომ ამ თვის ბოლომდე ეს განცხადება შეიძლება კომისიაში შემოვიდეს", _ განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილება, თავისთავად ცხადია, რომ თბოელექტროსადგურებზეც აისახებოდა.
"აქ უკვე კომისია ადგენს ელექტროენერგიის ტარიფს. შესაბამისად, ისინი თავისით ვერ გაზრდიან, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ კომისიას", _ განაცხადა მილორავამ.