"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა დაკავებულია. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, როცა პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის დაკავებული მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, კუკავასა და ლადო სადღობელაშვილს შორის სიტყვიერი შელაპრაკება მოხდა, რასაც შემდგომ "თვისუფალი საქართველოს" ლიდერის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) დაკავება მოჰყვა.