ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მერიასა და საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის, გასაუბრების შედეგად 9 მარტს დანიშნული საჯარო მოხელეთა სია, ასევე შტატგარეშედ დანიშნული თანამშრომლების, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების სახელობითი სია ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე ასე გამოიყურება:
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია;
კუკური ბარამიძე:-ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი სასამართლო და სხვა ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში.
თამარ რუსიეშვილი:- ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი კადრების ეფექტური მართვის საკითხებში.
ნინო ესაძე:- ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი კადრების ეფექტური მართვის საკითხებში.
მარიამ პაპაშვილი:- ადმინისტრაციული სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
ნინო ნიკოლაიშვილი: -ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
ელიკო დოლიძე: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში.
მიხეილ შალამბერიძე: ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილებაში განყოფილების მთავარი სპეციალისტი ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში.
გოჩა ჯინჭარაძე: – ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში.
კახაბერ კვაჭანტირაძე:- სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების საკითხებში
ნინო კვაჭანტირაძე: სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებში.
სულიკო ვასაძე: – სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი სამშენებლო ზედამხედველობის საკითხებში.
გურამ შარაშენიძე: – ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილების სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში.
ნონა ბერაძე: ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ტურიზმის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ტურიზმის განვითარების საკითხებში.
კონსტანტინე ქათამაძე: ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების უფროსი.
ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულო:
ზაზა შოშიტაიშვილი: – აპარატის უფროსი.
გენო ბაბილოძე: – საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილია:
ემზარ მახარაძე: – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში.
რაც შეეხება მზევინარ სალუქვაძეს, ის ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის თანაშემწედ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.