ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოსტი ამ ეტაპზე ვაკანტურია. ალექსანდრე ყველაშვილმა, თანამდებობა ოფიციალურად უკვე დატოვა. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, რაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა დააკმაყოფილა.
თუ რა იყო ყველაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, პრესსამსახურის ეკატერინე მგელაძის განმარტებით, ყველაშვილმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები.
"ალეკო ყველაშვილმა მაქსიმალურად ამოწურა თავისი მოვალეობები, ის უკვე თბილისში გაემგზავრა",-აღნიშნა მგელაძემ.
“გურია ნიუსის"წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა აღნიშნული პოსტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ბადრი გობრონიძემ დაიკავოს.