ს. ს. "ქართული ფოლადის" დირექტორის ნათია ჯაყელის განცხადება საქართველოს პროკურატურის განცხადების პასუხად:
ჩემი განცხადება ძალიან მოკლე და მარტივი იქნება, კითხვებიც კონკრეტული:
1. საქართველოს პროკურატურის განცხადებაში არალოგიკურად არაფაქტობრივ-საგნობრივადაა ნახსნები რუსთავის მეტალურგიული ქარხანა!
2. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არასდროს ეკუთვნოდა ინა გუდავაძესა და მის კრიმინალურ ჯგუფს, ეს აქტივი მათ ტელეკომპანია "იმედის" სანაცვლოდ ითხოვეს 2011 წლის 6 ივლისის სამარცხვინო შეთანხმებით და სახელმწიფომ უპრეცედენტო გარიგების სანაცვლოდ, სპეცრაზმით წაართვა კანონიერ მფლობელს და ინა გუდავაძეს გადასცა. ჩემი სიტყვების დასტური უკვე საჯაროა _ 2011 წლის 6 ივლისის შეთანხმება სახელმწიფოსა და ინა გუდავაძეს შორის!
3. ვინმემ პროკურატურაში ჩაიხედოს ამ შეთახმების დამატებით ნაწილში და თუ ელემენტარული უნარი გააჩნია, აზრს იოლად გამოიტანს!
4. თუმცა ახლავე გეტყვით, არავინაა წამკითხავი, რადგან პროკურატურის მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით შოთაძეს, არ ადარდებს სამართალი და კანონი, ამიტომაცაა ინა გუდავაძისა და მისი გუნდის მიერ, ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარის მოპარვის ფაქტი გამოუძიებელი, ამიტომაც არავინ რეაგირებს დაყადაღებული ქონების გასხვისების ფაქტზე, და უმთავრესი და ტრაგიკული _ ეტყობა ესეც დავალების ნაწილია _ არავინ არაფერს აკეთებს ალეკო მაისურაძისა და ზაზა ნინიძის მკვლელობის გამოსაძიებლად, ამ მკვლელობის არც ერთი მოწმე თუ თანამონაწილე დაკითხული არა არის! ეტყობა ესეც გარიგების ნაწილია!!!!!!!!!!! უბრალოდ ერთი რამ ვერ გამირკვევია _ ვის დავალებას ასრულებს საქართველოს პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელით "ნაციონალებისა" თუ "ოცნების"? თუმცა, შეიძლება "სხვა ბატონის მსახურიცაა"… და კიდევ ერთი, უზენაესი სასამართლო ნაციონალ კუბლაშვილის ხელმძღვანელობით, უდიპლომო ალავიძის მეშვეობით, როინიშვილ-მურუსიძის ტანდემით, უკვე გვესაუბრა გუდავაძის ადვოკატების კვანტალიან-ბირკაიას ენით, ახლა დღევანდელი პროკურატურა იმეორებს იგივეს?!