ხვალ, "ქორთიარდ მარიოტში“ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის "ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო" პრეზენტაცია გაიმართება:
_ "ძლიერი ქალი -ძლიერი სახელმწიფო" პოზიციონირებს, როგორც წარმატებულ ქალთა ერთობა, რომლებიც მზად არიან თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ ახალგაზრდებს. თითოეულ ჩვენგანს მძიმე და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა აქვს განვლილი, მაგრამ მაინც მივაღწიეთ დასახულ მიზანს და დღეს სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ.
მისივე ინფორმაციით არასამთავრობოს 5 მიმართულება აქვს და თითოეული დამფუძნებელი თითო მიმართულებას უხელმძღვანელებს:
_ მაია ბარათაშვილი კულტურას უხელმძღვანელებს; მარინა სალუქვაძე ბიზნესს; ნათია შათირიშვილი განათლებას; ნანა გოჩელაშვილი სამართლებრივ მხარეს და მე, როგორც თავმჯდომარე ამჯერადაც სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით ვიმუშავებ, _ გვითხრა მოროშკინამ.
ორგანიზაცია სხვადასხვა ქალაქებში ლექცია/სემინარებსაც ჩაატარებს.