თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის მიერ 2014 წლის 15 სექტემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის თბილისში ჭავჭავაძეზე მდებარე 102.00 კვ. მეტრისა და შარაშიძის ქუჩაზე მდებარე 101.00 კვ.მ ფართობის ბინებს ფლობს.
მის მფლობელობაშია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 19.05კვ. მ ფართობის ავტოფარეხიც.
დეკლარაციის მიხედვით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 100% -იანი მესაკუთრეა დაბა წყნეთში მდებარე 600.00 კვ.მ ფართობის ნაკვეთის; თბილისში, სიღნაღის ქ. მდებარე 373.00 კვ.მ მიწის ფართობის 16.67 %-ან წილს ფლობს, სტეფანწმინდაში მდებარე 1 146.00 კვ.მ ფართობის მიწის 50%-ან წლის ფლობს, ქუმლისციხეში დებარე 401.00 კვ. მ ფართობის მიწის 50%-ან წილს ფლობს.
გიორგი ალიბეგაშვილის საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება: თიბისის ბანკის ანაბარზე მას 14 000.00 დოლარი აქვს, ამავე ბანკის კიდევ 2 ანაბარზე კი 60.00 და 432.25 დოლარი. რაც შეეხება ანაბარს ევროში, აქ საკრებულოს თავმჯდომარე 66.89 ევრო აქვს.
თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე მას 250.00 ლარი ერიცხება, ხოლო ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 583.00 ლარი.
ალიბეგაშვილს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (დეკლარაციის შევსების მომენტისთვის) შემოსავლის სახით, როცა ის თბილისის მე-20 საერო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო, მიღებული აქვს 1 500.00 ლარი.
ამავე პერიოდში, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც ის სრული პროფესორი იყო ანაზღაურების სახით 20 400.00 ლარი აქვს მიღებული.
საკრებულოს თავმჯდომარეს, ავტოფარეხის გაქირავებიდან შემოსავლის სახით აღებულის ავს 3 000.00 ლარი.
რაც შეეხება მის მეუღლე ნინო ჟვანიას, ის თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაძე მდებარე 109.73 კვ. მ ფართობის ბინის, ქობულეთში 76.65 კვ.მ ფართობის ბინისა და თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 70.00კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მფლობელია.
ჟვანიას ანაბარი თიბისი ბანკში 3 317.67 ლარსა და 3 318.40 დოლარს შეადგენს. ამავე ბანკში მას ანაბრის სახით 391.24 ევრო აქვს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეს, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (დეკლარაციის შევსების მომენტისთვის), როცა ის განათლების სამინისტროში მუშაობდა, შემოსავლის სახით 5 453.63 ლარი აქვს მიღებული.