"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძე ამ თანამდებობაზე გოჩა აბაშმაძე დანიშნა. ხოლო ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი გობრონიძე მერაბ ჭანუყვაძის მოადგილედ დაინიშნა, ამის შესახებ "გურია ნიუსი" რამდენიმე დღის წინ წერდა.