საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ _ "კეთილი სამარიტელი", ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელშეწყობით, საჩუქრები გადასცა ბუკისციხისა და იანეულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებს, ასევე, სოციალურად დაუცველ ბავშვებს სოფლებში: გორაბერეჟოული, გოგოლესუბანი, ამაღლება, ჯვარცხმა, ერკეთი, დაბლაციხე, ზომლეთი, გუთური, ქვენობანი, ხიდისთავი და ხევი.