საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შეიტანა განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
საჩივარში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2"-ის კურიერის პროდიუსერმა, ასევე ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გუგული მაღრაძის მიმართ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი.
კერძოდ, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მას "რუსთავი 2"-ის 2015 წლის 7 თებერვლის 21 საათიანი გადაცემაში, კურიერის პროდიუსერმა და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, პირადი კომერციული და კომპანიის ინტერესის გამ, მისი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები გამოიყენეს.
საჩივარი ჩაბარდა ყველა წესების დაცვით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.