"ანტიკორუფციული კავშირი" საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს. როგორც "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარემ გიორგი ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბავშვო ბაღებისთვის სახელმწიფომ კილოგრამ ხორცზე 14.80 ლარი გამოყო.
"14 ლარის ნაცვლად, ინდმეწარმე, რომელიც მომარაგებას უწევს "ფუდსერვისს", ხორცს ღებულობს 3.50, მაქსიმუმ 7 ლარად, შემდეგ "ფუდსერვისს" აწვდის, რომელიც თავის მომსახურეობისას ამატებს და შედის ბაგა-ბაღებში. 14 ლარიანი ხორცის რეალური ღირებულება 7 ლარი, მაქსიუმ 8 ლარია. ის 6 თუ 8 ლარი, იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის, რომელიც ხელს უწყობს ამ კორუფციული სქემის შემუშავებას. ესინი არიან სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელობა, შესაბამისი პირები და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები, ამასთანავე, ერთ-ერთი რგოლი ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობაა", – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
"ანტიკორუფციული კავშირი" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის დათხოვას და შესაბამისი სამსახურის მიერ ვითარების შესწავლას ითხოვს.
დღევან პრესკონფერენციაზე აღინიშნა ისიც, რომ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში არც ერთი კვალიფიციური სკოლამდელი სპეციალისტი არ არსებობს. მისივე თქმით, აუცილებელია სისტემა კვალიფიციურმა სპეციალისტმა მართოს.