ჩინეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს დაზვერვითი კომპიუტერული ქსელების შექმნაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიბერომისთვის ემზადება. ამაში დარწმუნებულები არიან ამერიკის სამხედრო კომპანიის ანალიტიკოსები. მათ ანგარიშში მიყვანილია ერთ-ერთ ამერიკულ სახელმწიფო კომპანიაზე კიბერშეტევის გამოძიების შედეგები. ამით ამერიკის მთავრობამ დაკარგა რამდენიმე მილიონი ღირებულების ინტელექტუალური საკუთრება.
დოკუმენტში არ არის მოყვანილი დაზარალებული ორგანიზაციის დასახელება. კომპანია მას უწოდებს „ფირმას, რომელიც დაკავებულია მაღალი ტექნოლოგიების სფეროთი”.
ბოროტმოქმედებმა, რომლებმაც ეს შეტევა განახორციელეს, დაამუშავეს მონაცემთა გადაცემის რთული სქემა, რომლის გამოყენებითაც დამკვეთის სერვერებზე აგზავნიდნენ საიდუმლო ინფორმაციას.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მსგავსი თავდასხმების შედეგად, ქრება 40-50 მილარდის ღირებულების ინტელექტუალური საკუთრება.
როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, ჰაკერებმა წინასწარ იცოდნენ, რის მოპარვასაც აპირებდნენ, ამ დროს კი ინფორმაციის გაჟონვა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ამ ოპერაციის კომპანია-კონკურენტის საქმიანობით ახსნა, უბრალოდ, შეუძლებელია. ანგარიშის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი შეტევის განხორციელება ჰაკერების ცალკეულ გუნდს არ შეუძლია. ამასთანავე, ბოროტმოქმედთა თითქმის ყველა აღმოჩენილი კვალი ჩინეთამდე მიდის.
ანგარიშში ლაპარაკია იმაზე, რომ ჩინეთის მთავრობამ თავისი ძალისხმევა კიბერდაზვერვაზე მიმართა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალი შეტევა შეიძლება პენტაგონის მონაცემთა ბაზაზე განხორციელდეს. ხოლო მონაცემები, რომლებსაც ჩინელი ჰაკერები მთავრობის შეკვეთით მოიპოვებენ, შეიძლება ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენონ როგორც მშვიდობიანობის, ისე სამხედრო კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში.