"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციას, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართება, მარტვილიდან 600-მდე პირი შეუერთდება.
როგორც "გურია ნიუსს" მარტვილის რაიონიდან აცნობეს, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში როგორც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელები, ასევე კოალიციის აქტივისტები ცდილობდნენ იმ პირებზე ზეწოლის მოხდენას, რომლებიც აქციაზე მიდიოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, აქციაზე წასვლის მსურველები მაინც შეიკრიბნენ და კოლონები უკვე დაძრულია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა აქციას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მართავს.