თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სცენის დამონტაჟება თბილისის საკრებულოს შენობის წინ ხდება.
მის პარალელურად ამონტაჟებენ რამდენიმე დიდ მონიტორსაც, რათა აქციის მონაწილეებმა გამომსვლელთა ნახვა შეძლონ.
რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას, ამ წუთებისთვის გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ლესელიძის ქუჩის მიმართულებით, რომელიც სამართალდამცველებს ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.
შეგახსნებეთ, რომ თავისუფლების მოედანზე, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართება.