"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას.
ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!"
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, აქციაზე შეკრებილებს, მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს.