"თავისუფლების მოედანზე" ხალხი ნელ-ნელა იკრიბება. აქ უკვე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით ბაქრაძე და ნიკა მელია.
სპეციალურად ამ აქციისთვის უკრაინიდან ჩამოვიდა გიორგი ვაშაძე.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ვარდების მოედანზე არიან შეკრებილები და მათ თავისუფლების მოედანზე წუთი-წუთზე ელოდებიან.
ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა. ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას გაუშვებენ. მისივე თქმით, მათ მაღალი თანამდებობები არ სჭირდებათ და მთავარი ღირებულება ქვეყანაა.
რაც შეეხება უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს, ის აქციაზე შვილთან ერთად იმყოფება. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავისი შვილის მომავალს იცავს.