საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღეს ულოცავს.
“ძვირფასო ჟურნალისტებო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული ჟურნალისტიკის დღეს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უდიდესი როლის გამო თქვენ სამართლიანად გიწოდეს “მეოთხე ხელისუფლება“. გისურვებთ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში, რაც თითოეული ჩვენგანის წარმატებაცაა – მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია და თქვენი პროფესიონალიზმი ხომ უმთავრესი საზომია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების", _ აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.