ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებულ გუშინდელ აქციაზე პირველი კომენტარი გააკეთა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
_ საზოგადოებამ აჩვენა, რომ ისეთი არ არის, როგორც ნაციონალურ მოძრაობას გონია. როდესაც პირველი ინტერვიუ მივეცი როიტერს ვთქვი, რომ ევროპასაც გავაოცებთ ჩვენი დემოკრატიით. ნახეთ როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები, მოძალადეებს ჩვენ მივეცით უფლება ასეთი დემონსტრაციის.
თავხედურად გამოდიოდნენ და მოუწოდებნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უმიზეზოდ აბსოლუტურად, აბსურდული მიზეზებით გადადგომას.
ერთხელ ვთქვი და რომ არ გავიმეორო ჩააბარეს აფხაზეთი, ჩააბარეს ოსეთი, ასეთი ცინიზმი ძალიან რთული ასატანია, მაგარი ხალხი ვართ, ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები. ისიც რაც მოაგროვეს, ხუთი თუ შვიდი ათასი, რაც მოაგროვეს ცოცხლები რომ არიან აჩვენეს პრინციპში, მაგრამ მთავარი რაც გუშინ კარგად ჩანდა იყო ჩვენი საზოგადოების ზრდა, როგორ გაიზარდა მიუხედავად მათი მცდელობისა ისევ სიცრუეში ამყოფონ, _ განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-ში სტუმრობისას.