კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის, გოგი თოფაძის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლის თანახმადაც ნატოში გაწევრიანება საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს, გააკრიტიკა ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით თოფაძე ივანიშვილს ახმოვანებს და თუ მის განცხადებებს კოალიციის წევრები არ ეთანხმებიან უნდა განაცხადონ კიდეც:
_ გამოვიდეს კოალიციის ლიდერი და თქვას მაშინ, გაემიჯნონ ამ განცხადებებს, _ განაცხადა პეტრიაშვილმა "იმედის კვირაში".
პეტრიაშვილის თქმით "თავისუფალი დემოკრატები" "ნაციონალებთან" თანამშრომლობას არ აპირებენ:
_ ისინი გუშინდელ დღეს წარმოადგენენ, ნაციონალური ოცნება დღევანდელს, თავისუფალი დემოკრატები კი ხვალინდელი დღეა, _ დასძინა პეტრიაშვილმა.