ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით "უფასო ფული კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას". ივანიშვილის განმარტებით სოფლის მეურნეობაში უკვე გაიცა 800 მილიონი უფასო და იაფი ფული:
_ "როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეს უფასო კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. წახალისების მხრივ მთავრობაც კიდევ უფრო აქტიურობს. უფასო ფული გაცილებით უფრო მეტი უნდა შემოვიდეს ეკონომიკაში.
არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი დახმარებას, სუბსიდირებას და ვპირდებოდი, რომ იქნება 7-წლიანი კრედიტებიც, 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები.
800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს. მთავრობის მიერ გაცილებით უფრო დიდი პროექტი მზადდება, რომელიც გაცილებით დიდ თანხებზეა გათვლილი", _ განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30".