გუშინ, გამთენიისას NBA_ში ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში გაიმართა "ბრუკლინ ნეტსა" და "მილოუკი ბაქსს" შორის.
გამარჯვებული მხოლოდ მე-3 ოვერტაიმში გამოვლინდა. რაც მთავარია, გაიბრწყინა ზაზა ფაჩულიამ _ 40 წუთში მან 22 ქულა, 21 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. 21 მოხნილი ბურთიდან 18 ზაზამ მეტოქის ფარზე აიღო და ამ მაჩვენებლით NBA -ის ისტორიაში შევიდა.
აქამდე იგივე მაჩვენებელი ჰქონდათ დენის როდმანს და ჩარლზ ბარკლის, ხოლო მოზეს მელოუნმა ერთხელ 19 და ერთხელაც 21 მოხსნა დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაჩულიამ კარიერაში პირველად ორ კომპონენტში გადააბიჯა 20-იან ნიშნულს.
ფაჩულიას "მილოუკი" ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა, ბოლო სროლა გაუცუდდა ბერძენ გიანის ანტეტეკოუმპონს. "მილოუკელებს" 34 მოგება და 35 წაგება აქვთ და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან.