"ქვეყანას აქვს რეალური შანსი, მიიღოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება", – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობაზე წარდგენისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"ეს კედლები ჩემთვის უცხო არ არის და შევეცდები, ეს მოლოდინი თქვენთან ერთად გავამართლო", – აღნიშნა გვენეტაძემ.
მანვე უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, კოტე გუბლაშვილს მადლობა გადაუხადა.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. საქართველოს პარლამენტმა კი ხმათა უმრავლესობით, 88 ხმით დაამტკიცა. ნინო გვენეტაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგა.