უახლოეს დღეებში რეგიონებში კომიტეტები შეიქმნება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კორუფციაში ამხელს. ინიციატივა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის.
როგორ პარტიის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, საპროტესტო აქციებიც გაგრძელდება. თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას კი, მოსახლეობა ეტაპობრივად მიიღებს.
"ამ კვირაში ჩამოყალიბდება პირველი სამი კომიტეტი, რაიონები უკვე შერჩეულია – ესაა გურჯაანი, სენაკი და თბილისში გლდანი.
ეს ანტიკორუფციული კომიტეტები ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელს და სრულ ინფორმაციას წარმოადგენს მათი საქმიანობის შესახებ", _ აღნიშნა გაბაშვილმა.