ბუკისციხეში, სადაც მევენახეობა გურიის პირობაზე ლიდერი მიმართულებაა, სეზონის დროს ხშირად მოდიოდნენ იმერეთიდან და კირს ყიდნენ ხოლმე მოსახლეობაზე. კირი აუცილებელი კომპონენტია ვაზის შესაწამლი ბორდოს ხსნარის დასამზადებლად.
90–იან წლეებში იმერეთიდან სოფელში მოსულები ბარტერზეც არ ამბობდნენ უარს და კირის სანაცვლოდ სოფლის პროდუქტებს ღებულობდნენ.
მარტოხელა, მოხუცმა ქალბატონმა ელენემ ამოიჩრა იღლიაში თავისი ეზოს სიამაყე, წითელი მამალი, რომელიც, 5 წელი მაინც, ერთგულად ემსახურებოდა ქალბატონი ელენეს და სრულიად სამეზობლოს საქათმეთს და ასე მიადგა ბუკისციხის ცენტრში "გრუზავიკიდან" მოვაჭრე იმერლებს.
გამოცდილმა ვაჭრებმა ხელში მრავალგზის შეათამაშეს მამალი, სულიც შეუბერეს, ტყავის ელასტურობა და სიჭაბუკე შეუმოწმეს მამალს. მერე ელენეს უთხრეს შენი მამალი არც სახორცედ და არც სამამლავად არ ივარგებსო.
ელენემ გააპროტესტა: "რას ჩივი, ნენა, აი მამალი რომ მომყავდა, ქათმებთან ხელჩართული ომი და ვაი–უშველებელი მქონდა გამართული, არ მატანდნენო…"
ამის მერე გაუცვალეს ელენეს მამალში კირი.