"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვალერი შოშიაშვილი, გურჯაანის პოლიციის უფროსის, გიორგი კრაწაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას მოითხოვს. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად კრაწაშვილი დაინიშნა, რაიონში არსებული კრიმინალური მდგომარეობა შემაშფოთებელია.
"თვე არ გავა, დანაშაული არ მოხდეს. ბოლო დროის მკვლელობა კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ პოლიციის უფროსი და ხელმძღვანელი პირები უმოქმედოები არიან და კრიმინალების შესაჩერებლად პრევენციულ ღონისძიებასაც ვერ ატარებნე.
სამარცხვინოა ის ფაქტიც, რომ გურჯაანელ პოლიცილებს, პატიმარი გაექცათ. განა რა ვალდებულება აქვს აღებული პრემიერ-მინისტრის სიმამრ თამაზ თამაზაშვილს გურჯაანის პოლიციის უფროსის ოჯახთან, რომ ამ დრომდე, სამსახურიდან არ უშვებენ გიორგი კრაწაშვილს.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად მოითხოვს შინაგანს საქმეთ სამინისტროსგან, რომ მოახდინოს რეაგირება და თანამდებობიდან გადააყენოს რაიონის პოლიციის უფროსი", _ აცხადებს შოშიაშვილი და აქვე განმარტავს, რომ გიორგი კრაწაშვილი პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ძმაკაცის შვილია.
გიორგი კრაწაშვილის შსს გურჯაანის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად, 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა, მანამ კი კახეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძროაბის" მიერ ჩატარებული სტატისიტიკური მონაცემები, რომელიც ბოლო შვიდი თვის კრიმინალურ მდგომარეობას ასახავს ასე გამოიყურება: 2015 წელი – 20 მარტი – გურჯაანში 25 წლის მამაკაცი მოკლეს; 6 მარტი – გურჯაანის რაიონში ორი მაღაზია გაძარცვეს ( მელაანი – არაშენდა ); 5 თებერვალი – გურჯაანის სასამართლოდან პატიმარი გაიპარა; 13 იანვარი – სოფელ კალაურში 94 წლის მოხუცი დააყაჩაღეს; 5 იანვარი – მაღაზიის ძარცვის გამო სოფელ გურჯაანში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს; 5 იანვარი – გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 37 წლის მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა, ორი დაჭრა; 21 იანვარი – შსს-მ გურჯაანში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
2014 წელი – 30 დეკემბერი – სოფელ ველისციხეში მაღაზია გაძარცვეს; 12 ნოემბერი – გურჯაანში 12 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურეს; ნოემბერი – სოფელ გურჯაანში "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლობის ოთახი გატეხეს და 5 ათასი ლარი გაიტანეს; 18 ოქტომბერი – დარჩიეთში ქმარმა ცოლი მოკლა; 21 ოქტომბერი – 22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
2 სექტემბერი – 7 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს.