https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საქართველოში პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულებაა”

13:03; 24.03.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიას, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ალექსანდრე ნინუას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა  მათი პირადი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე  და სასამართლოს ზოგადი, აბსტრაქტული მსჯელობის საფუძველზე შეეფარდათ. ამგვარი მიდგომა კი, არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს.

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

"კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემა იყო, რისი განხორციელებაც მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. შესაბამისად, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებში, ასევე საზოგადოების ნაწილში გაჩნდა კითხვები დევნის სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. წარმოებული საქმეების შესახებ არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოთა და  საერთაშორისო ორგანიზაციათა მხრიდან.
სწორედ აღნიშნული კითხვების გათვალისწინებით ორგანიზაციის იურისტებმა შეისწავლეს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, თენგიზ გუნავას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და სხვათა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მასალები. საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს.
საქმეთა შესწავლამ გამოავლინა, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიებას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – მიაღწიოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებები დაუსაბუთებელია. ბაჩანა ახალაიას, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ალექსანდრე ნინუას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ მათი პირადი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე და სასამართლოს ზოგადი, აბსტრაქტული მსჯელობის საფუძველზე. ამგვარი მიდგომა არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს", _
აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით თვალშისაცემია თავისუფლების პრეზუმფციის დარღვევა გიორგი უგულავას შემთხვევაში.

"პირველი ბრალდება გიორგი უგულავას 2013 წლის 22 თებერვალს წარედგინა. იგი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდი "დანაშაულებრივი" ეპიზოდისთვის არის ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, თუმცა დღემდე არც ერთ საქმეზე არ არსებობს სასამართლოს განაჩენი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა 2015 წლის 2 აპრილს სრულდებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 14 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალის დამძიმების გამო მიიღო განჩინება წინასწარი პატიმრობის ახალი ვადის შეფარდების თაობაზე, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვები მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული  მართლმსაჯულების წარმოების შესახებ", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სამართალწარმოების განზრახ გაჭიანურების სერიოზულ ეჭვს აჩენს ფაქტები ბაჩანა ახალაიას, ალექსანდრე ნინუას, გიორგი ონიანის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებში.

"საქმეთა დიდ ნაწილში ფიქსირდება სხვადასხვა ინფორმაცია მოწმეებზე ზეწოლის შესახებ და მიცემული ჩვენების გადათქმები. ასევე საგულისხმოა, რომ იმ პირთა დიდი ნაწილი, ვინც დათანხმდა ჩვენება მიეცა ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, სრულიად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ხოლო მათ, ვინც ჩვენება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ შეცვალეს, ან არსებული ბრალი დაუმძიმდათ, ან მათ მიმართ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში, ბრალდების მოწმეებად მისი პოლიტიკური ოპონენტები, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი გვევლინებიან. აღსანიშნავია, რომ ნ.ბურჯანაძე პირველად დაკითხულია სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილების გამოტანის შემდგომ, მაშინ როდესაც ამ საქმეში ბრალდების მხარეს ერთადერთი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ სწორედ მისი ჩვენება აქვს.

გიორგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ საქმეებში გამოძიება ხშირად ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს, რომლებიც გამოყებულია ბრალის წარდგენის საფუძვლად. საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით – ერთი მხრივ, არაკონსტიტუციურად მიიჩნია მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირისთვის ბრალდების წაყენება, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენის გამოტანა ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით.

ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას ცდება გიორგი უგულავას მიმართ ე.წ. "სი-ტი პარკის საქმეში" ბრალდების დადგენილებაში არსებული მითითება, რომ უგულავას მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი იყო კანონსაწინააღმდეგო და არ შეესაბამებოდა  "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს", მაშინ როდესაც ხსენებული კოდექსი ბრძანების გამოცემის შემდეგ, 2009 წლის 28 დეკემბერსაა მიღებული. პროკურატურა ფაქტობრივად ბრალდების შესახებ დადგენილებით პირს ედავება იმ კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, რომელიც მისი ქმედებიდან 10 თვის შემდეგ მიიღეს", _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გარდა ამისა, "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატაში" აცხადებენ, რომ ბრალდების მხრიდან დაცვის მხარის მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბარია ე.წ. "ნავთლუღის" სპეცოპერაციის საქმეში ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლოს განაჩენში. ამავე საქმეს უკავშირდება შალვა თათუხაშვილის სავარაუდო გატაცების ინციდენტიც.

"ივანე მერაბიშვილის საქმეების განხილვისას კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მალხაზ გურულმა გამოსცა უკანონო ბრძანება საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობაში საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც მან განიხილა ივანე მერაბიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. საქართველოს იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლა და მისი ციხიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტი კი კვლავ გამოუძიებელია.

შერჩევითი მიდგომა იკვეთება გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, გიორგი ონიანის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეთა იმ ნაწილშიც, როდესაც სავარაუდო რეალური ამსრულებლების მიმართ პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მათ მიმართ ბრალდება ძალაში რჩება.
ხსენებული პირების მიმართ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევის არაერთი შემთხვევის ფაქტი მხოლოდ უფლებადარღვევად შეიძლება შეფასებულიყო, რომ არა თითოეულ საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტი", _
აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსია

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22 იანვარი, 2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22 იანვარი, 2026
სამართალი

სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

12:36; 22 იანვარი, 2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

11:50; 22 იანვარი, 2026
სამართალი

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა _ შსს

10:44; 22 იანვარი, 2026

"პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის განკარგულების ნაწილობრივ ბათილობაზე უარი თქვა"

შსს-მ "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო