ეკონომისტების აზრით, მალე მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა დაიწყება.
საწვავისა და ბირჟებზე ფასების დაცემის ახალი ტალღის ნიშანი „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში მასშტაბურ გაკოტრებათა სერია გახდება.
რამდენიმე წლის წინ ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღება სხვა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე მოხერხდა და მსოფლიოს ეკონომიკას ეს ფაქტორი მომავალში საფრთხეს შეუქმნის.
ამერიკის ფინანსურ სექტორში გამოცოცხლების პარალელურად, სხვა ქვეყნების საბანკო სექტორში პრობლემური ვითარება შეიქმნა. ეკონომიკური ექსპერტების აზრით, მომავალში ეკონომიკური კრიზისის საფრთხე არაბულ, აზიის ნაკლებად განვითარებულ, ლათინური ამერიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს შეექმნებათ.