თბილისის მერია კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" წარმომადგენლების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მერიაში არაკვალიფიციურ ნათესავებს ასაქმებს.
როგორც მერიის პრესსამსახურში "გურია ნიუსს" განუცხადეს, დავით ნარმანიას ბიძაშვილი არ ჰყავს, ამიტომ ნიკოლოზ ბასილაია მისი ნათესავი არ არის.
ცნობისთვის, ფრაქცა "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე და საკრებულოს წევრი თემურ გრიგალაშვილი დღეს მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ისინი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრების საქმიანობისთვის უხეშად ხელის შეშლას ნიკოლოზ ბასილაია ხელმძღვანელობდა, რომელიც როგორც ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები ამბობენ, დავით ნარმანიას ბიძაშვილის, ნათია ნარმანიას მეუღლეა.