ჯანსაღი გარემო ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტია:
_ შეიქმნა ნარჩენის მართვის კოდექსი _ დაიწყო ნარჩენების მართვის სოციალური კამპანიები; დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ნახანძრალი ტყის აღდგენითი პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (დღევანდელი მდგომარეობით აღდგენილია 80 ჰა), რაც გაგრძელდება ტერიტორიის სრულ აღდგენამდე. დაარსდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები (79 904 ჰა) დაიწყო წყლისა და ჰაერის მონიტორინგი, დაბინძურების კოეფიციენტის განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება. დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიისა და ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა, _ განაცხადა ქვეყნის პრემიერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.