ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ირაკლი ალასანია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირებებს და ეს "არ არის ვაჟკაცების საქმე" ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უპასუხა:
_ პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და არა არის სპეკულაცია. მისთვის სპეკულაციაა სიმართლის თქმა, ვაჟკაცობა ჰგონია, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებ და პროკურატურას პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებ.
უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან პრემიერს კიდევ ერთ განმარტებას მივცემ და ვეტყვი, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა არის სახელმწიფოს მავნებლობა.
საკითხი რა თქმა უნდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და რა თქმა უნდა მის ტექნიკურ დეტალებზე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ხელშეშლა რომ იყო, ეს არის ფაქტი. ამაზე მას მომავალში პასუხი მოეთხოვება, _ აღნიშნა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.