ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა ТСН -თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის საიდუმლოებით მოცული ვითარება, რაც რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობას უკავშირდება, იმის დამადასტურებელია, რომ პუტინი ნამდვილი დიქტატორია.
გარი კასპაროვის თქმით, ნათელია, რომ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და ეს ნათლად ჩანდა ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის დროს.
"არც ერთი წამით არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ავტომობილით სასახლის გარშემო შემოატარა. ნათელია, რომ მას პრობლემები ჰქონდა, მას საუბარიც უჭირდა", – განაცხადა კასპაროვმა.