პრემიერის პრესკონფერენციის პარალელურად სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-თან გამართულ აქციაზე ინციდენტი მოხდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები "თავისუფალი ზონის" წვერები ლაშა და გიორგი რუხაიები უცნობ პირს სცემდნენ, რის გამოც ისინი პოლიციამ დააკავა.
ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით შინგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, "თავისუფალი ზონის" წევრები დაკავებულები არ არიან და ისინი მხოლოდ ჩვენებას აძლევენ:
"თავისუფალი ზონის" წევრები დაკავებულები არ არიან. ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით იკითხებიან საგამოძიებო სამსახურში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მოგვიანებით შეგატყობინებთ დამატებით ინფორმაციებს. სახელებს და გვარებს სამწუხაროდ ვერ გეტყვით", _ განუცხადეს "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.