მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში უკრაინის საზღვაო გადამზიდავთა გაერთიანებამ მიიწვია.
უკრაინელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც ორგანიზაცია "არა სატრანსპორტო კორუფციას" ჩამოაყალიბეს, სააკაშვილს თხოვნით მიმართეს ოდესის პორტში აღმოიფხვრას კორუფცია და მოხდეს ადგილობრივი საბაჟო სისტემის ქართული მოდელის მიხედვით რეფორმირება.
უკრაინელ გადამზიდავთა პრობლემებს სააკაშვილთან ერთად, უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძეც გაეცნო.