საქართველოს პარლამენტის ბიურო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის ფორმატზე შეთანხმდა.
გადაწყდა, რომ გიორგი მარგველაშვილის შემდეგ სიტყვით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოვლენ. თითოეულს 15 წუთი დაეთმობა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას – მოხსენება შეეხება როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებთან დაკავშირებულ თემებს.
პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და დიპლომატიური კორპუსი დაესწრება დაესწრება.