საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც გვყავს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები".
ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სწრაფად უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები. პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაწრისით.
"2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ს მიაღწია. ამავე დროს, 2014 წელს, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი საგარეო ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში – 1 მილიარდ 261 მილიონის ოდენობით. შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება და შესაბამისი უმნიშვნელოვანიესი ხარჯების გაწევა.
ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შევინარჩუნოთ", _ აღნიშნა მარგველაშვილმა.