29 მარტს, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს.
დაზარალებულს, 1998 წელს დაბადებული, ა.ჯ. -ს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა, რის გამოც ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ "მედალფაშია" მოთავსებული.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა, რომელმაც ა.ჯ. დაჭრა, კოლეჯის მოსწავლეა, თავად დაზარალებული კი სკოლის, თუმცა ოფიციალურად ამას არ ადასტურებენ.
აღნიშნული "გურია ნიუსთან" უარყო რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე, მალხაზ სირაძემ.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ, მოზარდებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ახალგაზრდამ, რომელმაც არასრულწლოვანი დაჭრა, დანაშაული აღიარა. პროკურატურის ინფორმაციით კი, გამოძიება დაწყებულია სსკ. 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
"ავერსის" კლინიკური დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, დაზარალებულს გულმკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობა აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაზარალებულის მშობლები "გურია ნიუსთან" კომენტარს არ აკეთებენ.