სტატისტიკა მეცნიერების ის დარგია, რომელიც ყველაფერს ზუსტად აღრიცხავს და ამ უბრალო ციფრების მიღმა ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტი განსაკუთრებული კუთხით არის წარმოდგენილი. თითქოსდა ერთფეროვანი რიცხვების ეს კრებული, თანამედროვე სინამდვილეს ობიექტურად გვიჩვენებს და მისი უგულებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება.
მართლაც რომ ყველაფრისმცოდნეა სტატისტიკა და მის ფხიზელ რიცხვებს არაფერი დაემალება.
ამის ნათელსაყოფად საფრანგეთში და აშშ-ში ყოველდღიურად დაფიქსირებული მოვლენების ერთგვარ სტატისტიკას შემოგთავაზებთ.
საფრანგეთი
ფრანგების 47% ყოველდღე საკუთარ ბინაში სადილობს.
ქვეყნის მოსახლეობის 44% ზურგის არეში ტკივილს უჩივის.
ფრანგები ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მსოფლიო რეკორდსმენები არიან. თითოეულ მათგანზე, ასაკის მიუხედავად დღეში 30 გრ სპირტი მოდის.
ფრანგების 19% გაერთიანებულია სხვადასხვა სპორტულ ასოციაციაში.
ფრანგების 4% რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია.
მხოლოდ მამაკაცების 19% და ქალების 32% ღებულობს ყოველდღიურ დილის შხაპს.
ფრანგების 58%-მა არ იცის, თუ ვინ არის “პარმის სავანეს” ავტორი.
ფრანგების 25% თავის თავს ბედნიერად თვლის.
აშშ
სამთავრობო ადმინისტრაციული ორგანოები ამერიკელთა ცხოვრებას 50 გვერდიანი ინსტრუქციებით ამდიდრებენ.
40 პიროვნება საკუთარ 100 წლისთავს ზეიმობს, 5800—65 წლისთავს და 8 ათასი 40 წლისთავს.
კოტრდება და შესაბამისად იკეტება 167 ფირმა. სამაგიეროდ მათ ადგილზე ჩნდება 689 ახალი საწარმო.
105 ამერიკელი უერთდება მილიონერთა რიგებს.
საღდება 45 ათასი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი.
20 ათასი ამერიკელი პრეზიდენტს წერილით მიმართავს.
ინგრევა 6300 ოჯახი, სამაგიეროდ იქმნება 13 ათასი ახალი.
ძაღლების მიერ 11 ათასი ადამიანი იკბინება, მათ შორის 20 ფოსტალიონიც.
ამერიკელები მიირთმევენ 167 მილიონ კვერცხს, 3 ტონა კანფეტს და პიცას, რომელიც დაიკავებდა 75 აკრ ფართობს. ( 1 აკრი—0.4 ჰა).