რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ევგენი ბუშმინის თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა ცნოს დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები (ДНР და ЛНР), ამისთვის საჭიროა, ამ რესპუბლიკებმა მიაღწიონ გარკვეულ დონეს პოლიტიკაში და შეწყვიტონ სისხლისღვრა.
"მათ უნდოდათ დამოუკიდებლობა. მათ ის მიიღეს. მათ არ უნდოდათ რუსეთში. აიღეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ ხალხს უნდოდა დამოუკიდებლობა. ისინი დღეს დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, ჩვენ მათ ვცნობთ და ვმუშაობ მათთან. რამდენი ხანი აშენებდა აფხაზეთი საკუთარ დამოუკიდებლობას? 20 წელი! და თქვენ გინდათ, რომ "ДНР" და "ЛНР" ნახევარ წელში გახდნენ დამოუკიდებლები? არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. სწორია _ შეწყდეს იქ ომი, არ იხოცებოდეს ხალხი; მათ უნდა დაამტკიცონ, უნდა მიაღწიონ დამოუკიდებლობას. როცა იქ ისეთი სიტუაცია იქნება, როგორიც აფხაზეთშია, მაშინ ჩვენ შეგვეძლება მათი აღიარება."