თურქეთში, ქალაქ ქონიაში საერთაშორისო სამხედრო სწავლება "სინათლე 2015/1" მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. სწავლება 10 აპრილამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას თურქეთის, ამერიკის, ესპანეთის, კვიპროსის, უნგრეთისა და რუმინეთის შეიარაღებული ძალები ღებულობენ.
სწვალების მიზანს ერთობლივი საბრძოლო და სამაშველო ოპერაციების შესრულება, საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს საერთაშორისო ძალებთან ურთიერთობის ოპერატიულობის ამაღლება და კოორდინირებული მოქმედებების შესწავლა წარმოადგენს.
სწავლებაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და სპეციალურ დანაყოფებთან ერთად ამერიკის, თურქეთისა და აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი თვითმფრინავებიც არის ჩართული.
საქართველო და ომანი კი, სწავლების დამკვირვებლის სტატუსით არიან მიწვეულნი.
გამოყენებულია ინტერნეტგამოცემა www.haber7.com-ის ინფორმაცია.