საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმასახურების მიღებას ეხმაურება.
"გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღების შესახებ, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა ითხოვეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისთვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა.
ერთნი ცდილობენ, კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი იგივეს რუსეთის ეკლესიას სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.