სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას აღწერს, საუბარია სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ არსებით პოზიტიურ ცვლილებებზე.
ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პარლამენტში განსახილველად წარდგენილ პროექტს დაუმატა შესაბამისი დებულება, რომელიც სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტო გადაღების უფლებამოსილებას ანიჭებს.
საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებისა და პერიოდული გადაფასების სისტემის შემოღებას და საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ მულტიდისციპლინური გუნდის ან მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების ბრძანებით განმტკიცებას.
უჩა ნანუაშვილი დადებითად აფასებს პატიმრობის კოდექსში შესულ ცვლილებებს, კერძოდ:
• უსაფრთხოების რისკის მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაიყოფა 4 ტიპის დაწესებულებად: დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.