საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ჭონაობის ტრადიცია.
აღდგომა დილას რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა, სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა, ულოცავდა დღესასწაულს და საგალობელს მღეროდა: „ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენი წყალობითა, ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა, ლიტანიას შემოვუვლით სანთელ კელაპტარებითა“.
მახარობლები როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ: „ალათასა ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა, ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგცემს ბარაქასა“.
ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებსა და ტკბილეულს ჩაალაგებდა, მახარობლები მიიღებდნენ შესაწირს და სხვა ოჯახს მიადგებოდნენ. მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა, ისინი გულუხვად დაესაჩუქრებინა.