ლანჩხუთში ლელოს მიმდინარეობისას მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, რომლის დროსაც 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ადგილობრივი ხელისუფლება, მოწვეული სტუმრების ერთ ნაწილთან ერთად, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზში დაგეგმილ ბანკეტს მართავს.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად მუნიციპალიტეტის გამგებელს,ზაზა ურუშაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
ამის შემდეგ კომენტარი გამგებლის პირველ მოადგილეს ვთხოვეთ. როგორც ვახტანგ ზენაიშვილმა განგვიცხადა ბანკეტი მართლაც შედგა და ისიც დარბაზში იმყოვება.
„დიახ ბანკეტზე ვართ, გამგებელიც აქ არის და ყველა ვინც შეიძლება იყოს“.
ჩვენს შეკითხვაზე, უხერხული ხომ არაა ლელოზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ბანკეტის გამართვა, მან გვიპასუხა, რომ ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს ბანკეტი დაგეგმილი.
„სტუმრებს დავხვდით და რა მოხდა მერე. გურიაში მასპინძლობა არ გვეშლება. ყოფილა შემთხვევა ქორწილი იყო დანიშნული და ოჯახის ახლობელი ან მეზობელი გარდაცვლილა, მაგრამ ქორწილი მაინც გამართულა, ოღონდ, მუსიკისა და ცეკვა- თამაშის გარეშე. აი, ასე აღვნიშნავთ ჩვენც დღევანდელ დღეს.“