ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკავშილმა ისაუბრა.
"ოლიგარქები, როგორც კლასი, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან. ოლიგარქების ინსტიქტი ერთია – ყველაფერი და ყველა მათ ირგვლივ უნდა იყოს სუსტი და უძლური. არავის არ შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა, მხოლოდ ოლიგარქებს აქვთ უფლება ფულის შოვნის და ინსტრუქციების გაცემის იმასთან დაკავშირებით, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ოლიგარქები გამოიმუშავებენ თანხას იმით, რომ სხვა ვერავინ შოულობს ფულს", – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ფაქტი თითქოს ოლიგარქებმა ააყვავეს ქვეყანა, ტყუილია.
"რატომ არ ჰყავს პოლონეთს ოლიგარქები, ეს იმიტომ რომ პოლონეთი ახლა უკრაინას განვითარების მხრივ უსწრებს. როგორც კი ეკონომიკა ქმნის ოლიგარქებს, ამას სიღარიბე, უიმედობა და უთანასწორობა მოჰყვება. საჭიროა ოლიგარქებმა პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს შორის კავშირი გაწყვიტონ. ამის შემდეგ მათ უნდა გადაიხადონ გადასახადები პატიოსნად, თუმცა, შეუძლებელია ოლიგარქებმა ეს გააკეთონ", – აღნიშნა სააკაშვილმა.