ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები მეგრელიშვილების ოჯახში ხატს სისხლი სდის.
ოჯახის დიასახლისის, მარიტა კეკელიძის თქმით, მთავარანგელოზ მიქაელის ხატს სისხლდენა წითელ პარასკევს დაეწყო:
_ ეს ხატი, 3 წელია რაც ჩვენს ოჯახშია. მოსკოვიდან ჩამოაბრძანეს. წითელ პარასკევს დაეწყო სისხლის დენა, _ გვითხრა კეკელიძემ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით შემოქმედის ეპარქიის ხელმძღვანელის, შემოქმედელი ეპოსკოპოსის მეუფე იოსების კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.