დღეს ფოთის საკატედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი, მადლიერების სიგელითა და ხატით დააჯილდოვა.
საზეიმო წირვა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში მისი აღდგენის 3 წლისთავისა და კვირაცხოვლობის დღესთან დაკავშირებით აღესრულა.
ნიკოლაიშვილი მეუფე გრიგოლმა ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.
"როცა ტაძრის აღდგენის საკითხი გადაწყდა, მე პირადად ვთხოვე ქვეყნის პრეზიდენტს ეს საქმე რამაზ ნიკოლაიშვილისნაირი კაცისთვის ჩაებარებინა. ასეც მოხდა, დიდია ამ ადამიანის ღვაწლი ამ ტაძრის აღდგენის საქმეში" _ განაცხადა მიტროპოლიტმა საზეიმო წირვის შემდეგ ქადაგებისას.