ჰამლეტ გონაშვილის და ანსამბლ "რუსთავის“ შესრულებული სიმღერა "წინწყარო“, ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი კინორეჟისორის ვერნერ ჰერცოგის კინო-შედევრის საუნდტრეკს წარმოადგენს. ჰორორის ჟანრის გახმაურებული ფილმი "ნოსფერატუ: ღამის მოჩვენება“, ფრიდრიხ მურნაუს 1921 წელს შექმნილი ფილმის „ნოსფერატუ, საშინელების სიმფონია“-ს რიმეიქი გახლავთ და კინოკრიტიკოსების მიერ საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთ შედევრად არის აღიარებული.
ფილმს ავტორიტეტული კინო-რეიტინგის „IMDb“-ის ჩამონათვალში, საშინელებათ ჟანრის ფილმებისთვის ძალზე საპატიო – 7,6 ბალი აქვს მინიჭებული.
ალბათ ყველა ქართველისთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ ქართული ფოლკ-მუსიკის ესოდენ გამორჩეული ნიმუში, გერმანელმა რეჯისორმა გრაფ დრაკულაზე შექმნილი ფილმის მუსიკალური გაფორმებისთვის გამოიყენა.
ნოსფერატუ: ღამის მოჩვენება“ 1979 წელს გამოვიდა და მასში მონაწილეობა რამდენიმე გამოჩენილმა კინოვარსკვლავმა მიიღეს. ფილმში მთავარ როლებს კინოვარსკვლავები – გერმანელი კლაუს კინსკი, ფრანგი იზაბელ აჯანი და შვეიცარიელი ბრუნო განცი ( განცი ამჟამად საუკეთესო გერმანულ ენოვან მსახიობად ითვლება და 1996 წლიდან „იფლანდის ბეჭედის“ მფლობელია).
ჰერცოგის ფილმი რამდენიმე კინოპრემიით დაჯილდოვდა, რომელთა შორის გამორჩეული "ბერლინალე“-ზე მოპოვებული "ვერცხლის დათვი“ გახლდათ.
მათ შესახებ "გურია ნიუსი" ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.