დღეიდან, 20 აპრილიდან, საყდრისის დაცვის კომიტეტი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას იწყებს.
საყდრისის მცველები საზოგადოებისათვის ცნობილ პიროვნებებს: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, მსახიობებსა და მწერლებს დაუკავშირდებიან და საყდრისთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას სთხოვენ.
რა იცით საყდრისის შესახებ?თვლით თუ არა რომ საყდრისთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას?-ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს პარლამენტის წევრებსაც მოუწევთ,რომელთა უმრავლესობამაც კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.
"გამოკითხვის მიზანია გავარკვიოთ, თუ რამდენად უნფორმირებულია საზოგადოება საყდრისთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ და რატომ არ მოყვა ძეგლის აფეთქებას მისი მწვავე პროტესტი."-ამბობენ საყდრისის დაცვის კომიტეტში.
კომიტეტის წევრ ნინო ბურჭულაძის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო პასუხები გამოკითხვის დასრულებისთანავე გასაჯაროვდება.